საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევიდან 78 გურიაში დაფიქსირდა

11:27, 23.11.2020

გურიაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“-კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 36.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

მსგავსი