საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 89 170 გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, ხოლო „კოვიდ“-სასტუმროში – 3736. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 6 221 პაციენტი.

საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი.

დატოვე კომენტარი