საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება
საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია 30 მარტიდან დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საღამოდან „ფაიზერის“ ვაქცინა აისახება რიგის დაჯავშნის პორტალზე და მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის.

მისივე განმარტებით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში სამშაბათიდან დაიწყება.

„ფაიზერის“, ისევე როგორც „ასტრაზენეკას“ ეფექტურობა ძალიან მაღალია, როგორც დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ისე რთული და განსაკუთრებით ლეტალური შემთხვევების პრაქტიკულად აღმოფხვრის გზით. ამდენად, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემთხვევაში რა თქმა უნდა, გარანტირებული ხარისხი გვაქვს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან „ფაიზერის“ ვაქცინის 30 ათასამდე დოზა მიიღო.