საქართველოში ეკონომიკური ზრდა მარტში 5, 6 პროცენტი იყო
საქართველოში ეკონომიკური ზრდა მარტში 5, 6 პროცენტი იყო

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის მარტში 5,6 პროცენტი იყო. პირველ კვარტალში, ზრდის საშუალო მაჩვენებელი 5,2 პროცენტია.

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა აღინიშნებოდა სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტში, უძრავი ქონებით ოპერაციებში და ვაჭრობაში.

იანვარ-მარტში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23,3 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის იმპორტი 21.6 პროცენტით, ექსპორტი კი 28,4 პროცენტით.

ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ მარტში 4786 შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტით ნაკლებია.

ბიუჯეტის შემოსავლები 975.5 მილიონი ლარი იყო, ხარჯები კი 727,9 მილიონი ლარი.

საბანკო სფეროს მთლიანმა გამოშვებამ მარტში 162,7 მილიონი ლარი შეადგინა.