საქართველოში C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 98,2 პროცენტს შეადგენს
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი კი, 98,2 პროცენტს შეადგენს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით. C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით, საქართველო გამორჩეულია, რადგან ის არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ამ დაავადების სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტები სრულიად უფასოა. ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ განხორცილებულა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, დღეს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალ კამპანიას – STOP C იწყებს.
კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, საქართველოს პრემირ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს. ღონისძიებაზე პროგრამის 3 წლის შედეგებსა და მიღწევებზე ისაუბრებენ.
28 ივლისი ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.