საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3811-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 464 ადამიანს დაუდასტურდა, 454 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 215 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.