საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 804-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 580 ადამიანს დაუდასტურდა, 215 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 326 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.