საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 738-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა, 307 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 356 პაციენტი, ათი კი გარდაიცვალა.