საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 643-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსი 344 ადამიანს დაუდასტურდა, 240 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 მარტს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 პაციენტი, 12 კი გარდაიცვალა.