საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 665-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 617 პირს დაუდასტურდა, 869 პაციენტი გამოჯანმრთელდა.