საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 275-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 352 პირს დაუდასტურდა, 808 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 27 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 585 შემთხვევა გამოვლინდა, 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.