საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 457-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 552 პაციენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს საქართველოში კორონავირუსი 147 ადამიანს დაუდასტურდა, 607 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.