საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 393 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 921 შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.