საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 59 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 393 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 4 921 შემთხვევა გამოვლინდა, 4 471 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 58 კი გარდაიცვალა.