საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 683-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 315 პირს დაუდასტურდა, 10 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 15 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 049 შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.