საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა

10:46, 16.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 55 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 683-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 15 315 პირს დაუდასტურდა, 10 894 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 15 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 19 049 შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი