საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 51 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 822-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 13 288 პირს დაუდასტურდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 14 405 შემთხვევა გამოვლინდა, 24 409 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.