საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stop.cov.ge გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6230-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 352 პირს დაუდასტურდა, 2 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გუშინ 10 აგვისტოს საქართველოში 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 713 პაციენტი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.