საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა

10:51, 11.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 48 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stop.cov.ge გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6230-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 352 პირს დაუდასტურდა, 2 635 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ 10 აგვისტოს საქართველოში 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 713  პაციენტი, გარდაიცვალა 54 ადამიანი.

მსგავსი