საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 232 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.