საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 954 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 232 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.