საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 321-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 359 პირს დაუდასტურდა, 2 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, გუშინ 12 აგვისტოს საქართველოში 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი, გარდაიცვალა 49 ადამიანი.