საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 321-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 359 პირს დაუდასტურდა, 2 726 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, გუშინ 12 აგვისტოს საქართველოში 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი, გარდაიცვალა 49 ადამიანი.