საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 856 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 400 პირს დაუდასტურდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 13 288 შემთხვევა გამოვლინდა, 21 183 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.