საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

11:02, 20.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 856 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 400 პირს დაუდასტურდა, 18 770 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 19 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 13 288 შემთხვევა გამოვლინდა, 21 183  პაციენტი გამოჯანმრთელდა, 51 კი გარდაიცვალა.

მსგავსი