საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 016-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 780 პირს დაუდასტურდა, 2 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.