საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა

10:55, 06.08.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 016-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 780 პირს დაუდასტურდა,  2 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 626 პაციენტი, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

მსგავსი