საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 701-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 696 პირს დაუდასტურდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 22 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.