საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა

10:52, 23.01.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 701-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 9 696 პირს დაუდასტურდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 22 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი