საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 26 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 893-ს შეადგენს.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, 14 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 1 357 პირს დაუდასტურდა, 748 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა.