საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 934-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 307 პირს დაუდასტურდა, 1 014 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 6 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 504 ადამიანი დაინფიცირდა, 1 201 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.