საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 538-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 808 პირს დაუდასტურდა, 361 პაციენტი გამოჯანმრთელდა.