საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 577 -ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 028 პირს დაუდასტურდა, 22 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 712 შემთხვევა გამოვლინდა, 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.