საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა

10:45, 14.02.2022

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 15 577 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 028 პირს დაუდასტურდა, 22 517 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 13 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის 15 712 შემთხვევა გამოვლინდა, 21 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 40 კი გარდაიცვალა.

მსგავსი