საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 622 შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 733 პირს დაუდასტურდა, 1 530 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.