საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

11:01, 23.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 622 შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 733 პირს დაუდასტურდა,  1 530 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი