საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 757-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 723 პირს დაუდასტურდა, 1 407 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 29 მაისს საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.