საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

10:56, 30.05.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 757-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“  723 პირს დაუდასტურდა, 1 407 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 29 მაისს საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 590 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.

მსგავსი