საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 910-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 1 201პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 5 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.