საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 910-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 504 პირს დაუდასტურდა, 1 201პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 5 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 832 ადამიანი დაინფიცირდა, 624 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.