საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 804-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 233 პირს დაუდასტურდა, 1 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 31 მაისს საქართველოში კორონავირუსით 360 ადამიანი დაინფიცირდა, 1 195 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.