საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 038 -ს შეადგენს.

დღეს „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 892 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 იანვარს საქართველოში კორონავირუსი 903 პირს დაუდასტურდა, 636 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 24 კი გარდაიცვალა.