საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 996-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 705 პირს დაუდასტურდა, 1 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 9 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 821 ადამიანი დაინფიცირდა, 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.