საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

10:48, 10.06.2021

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4 996-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 705 პირს დაუდასტურდა, 1 128 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 9 ივნისს საქართველოში კორონავირუსით 821 ადამიანი დაინფიცირდა, 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა.

მსგავსი