საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 283-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი.