საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 283-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 799 პაციენტი.