საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 798-ს შეადგენს.
დღეს „კოვიდ-19“ 529 ადამიანს დაუდასტურდა, 326 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, გუშინ, პირველ აპრილს საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 437 პაციენტი, შვიდი კი გარდაიცვალა.