საქართველოში ბენზინი კიდევ ორი-სამი თეთრით გაიაფდა. ბოლო დღეებში საწვავის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა.
„ლუკოილის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.25 ლარიდან 2.22 ლარამდე შემცირდა; „ვისოლის“ ქსელში – 2.32 ლარიდან 2.29 ლარამდე; „გალფის“ ქსელში – 2.26 ლარიდან 2.24 ლარამდე; „სოკარის“ ქსელში კი, 2.26 ლარიდან 2.23 ლარამდე.
მანამდე, ბენზინის ღირებულება ჯერ თებერვალში, შემდეგ კი, მარტის დასაწყისში შემცირდა. ამასთან, გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით საწვავი დაახლოებით 20-25 თეთრით არის გაიაფებული.
როგორც პირველ არხს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა, საქართველოში ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში დაფიქსირებულ დინამიკას უკავშირდება.