საქართველოში აშშ-ის საელჩო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს მადლობას უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისთვის. ამის შესახებ, საელჩომ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„კოვიდ-19“-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.