საქართველოში პოლიტიკურ ვითარებაზე ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები განცხადებას აქვეყნებენ - ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას კრიზისის გადასაჭრელად
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
„ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, იმოქმედონ თავშეკავებით, განმუხტონ სიტუაცია და ეძებონ კონსტრუქციული გამოსავალი საქართველოს ინტერესებისა და ყველა მისი მოქალაქისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას ამ მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად.
შეშფოთებული ვართ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებით. ეს რისკები ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.
გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო. მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, დაუკავშირონ მათი ქვეყნის მომავალი დემოკრატიულ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას და მიისწრაფონ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისკენ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას, რათა ამ ამბიციურ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.